ხულოს ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს გადაეგზავნა

ხულოს მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის  შესწორებული ვარიანტი საკრებულოს 10-მდე რეკომენდაციით გადაუგზავნა.  “ქართული ოცნების” წევრი მერაბ ღორჯომელაძე ამბობს, რომ  შენიშვნები არ გაითვალისწინეს.  იგი დიოკნისის თემში სოფლის კლუბის რეაბილიტაციას ითხოვდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მტკიცებით, კი თანხები სოფლებზე პრიორიტეტების და საჭიროების მიხედვით გადანაწილდა და რეკომენდაციების უმეტესობა მერიამ გაითვალისწინა.

ჯუმბერ დიმიტრაძის ინფორმაციით, თანხები სოციალურ პროგრამებს  და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. საწყის ეტაპზე ხულოს ბიუჯეტი 9 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს. საკრებულომ ბიუჯეტი 28 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები