ხულოს ბიუჯეტში ცვლილება უნდა შევიდეს

დღეს საკრებულოს სხდომა ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება. ამ წუთებში წლის პირველი  რიგგარეშე საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ხულოში. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე მსჯელობენ. ცვლილება უნდა შევიდეს 2018 წლის ბიუჯეტში. დღეს უნდა იმსჯელონ ექვსი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასებთან დაკავშირებით.

ახალი მოწვევის საკრებულოში 6 ფრაქციის თავმჯდომარის 7 მოადგილის პოზიციები გაჩნდა, რომელთა ანაზღაურება 1200 ლარითაა განსაზღვრული.  სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები