ხულოს გამგებლის მოადგილე: გვალვა თუ გაგრძელდება, დაბა ხულოში სასმელი წყლის პრობლემა დარჩება

დაბა ხულოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც “აიპრესთან” ხულოს გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე აცხადებს, წყლის პრობლემა გვალვამ გამოიწვია.

მისი თქმით, თუ გვალვა გაგრძელდება, დაბა ხულოში სასმელი წყლის პრობლემა დარჩება.

„წყლის დებეტი, რომელიც დაბა ხულოს და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება, არის მაქსიმუმი, რისი მიწოდებაც ამ ეტაპზე მუნიცილაპიტეტის წყალკანალს შეუძლია. ჩვენ თვითონ ვიმყოფებოდით ადგილზე და იქ არსებული ყველა წყარო, რომელიც ახლო-მახლო მდებარეობს, არის შეკრებილი და ჩაშვებული ავზში. შესაბამისად, დღის განმავლობაში და ღამის საათებში ხდება წყლის დაგროვება და პიკის საათებში, მაშინ როდესაც მოსახლეობა სახლში იმყოფება, ხდება წყლის გაშვება. ისიც აღსანიშნავია, რომ გვალვების გაგძელების შემთხვევაში პრობლემა პრობლემად დარჩება. გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ დიდი პროექტზე, რომელიც არის მთა საჯოგიადან წყლის მოყვანა, რომელიც ვფიქრობ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფას“,- განაცხადა “აიპრესთან” ხულოს გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები