ხულოს გამგეობას “ფეი” გვერდი შეუქმნეს

ხულოს გამგეობას “ფეიქ” გვერდი შეუქმნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით”აიპრესი“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თორნიკე მიქელაძე აცხადებს, რომ გამგეობის სახელით “ფეიქ” გვერდი რამდენიმე თვის წინაც შეიქმნა, სადაც ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. გამგეობაში აღნიშნავენ, რომ რამდენიმე არაოფიციალური გვერდი ახლაც არსებობს, რითიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება.
შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით იტვირთებოდა ერთგვარი ცრუ ინფორმაციები და პოსტები. იგივე მეორდება ეხლაც, შექმნილია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით რამდენიმე ყალბი გვერდი და ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რათა საზოგადოება შევიდეს შეცდომაში.

შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნული პოსტებზე პასუხისმგებლობას იხსნის და მოუწოდებს მოსახლეობას, არ შევიდენ შეცდომაში და არ დაუჯერონ მსგავსი ტიპის ცრუ განცხადებებს, რამე თუ ის არ არის არც მუნიციპალიტეტის გამგეობის და არც გამგებლის გავრცელებული.”- განაცხადა თორნიკე მიქელაძემ.

„აიპრესისის“ კითხვას თუ რას აკეთებს გამგეობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაარჩიოს თუ რომელია გამგეობის ოფიციალური გვერდი, თორნიკე მიქელაძის პასუხი ასეთია:

“ფეისბუქის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ნებისმიერი სახელით მოახდინოს ფეისბუქ გვერდის რეგისტრაცია, ამიტომ ამ შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაშ შეყვანა ადვილადაა მოსახერხებელი. ჩვენ მხოლოდ იმით შემოვიფარგლებით, რომ ჩვენ გამგეობის ოფიციალური გვერდით მივმართეთ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ ის გვერდები არაა ოფიციალური და შესაბამისად არ შევიდეს ხალხი შეცდომაში და ის, რომ დანარჩენი გვერდებით გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი.“

მიქელაძის თქმით აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოკვლევა და მალე გაირკვევა თუ ვინაა მსგავსი გვერდების ავტორი.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები