ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ნაზი ქარცივაძის ბენეფისი გაიმართა

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ნაზი ქარცივაძის ბენეფისი სახელწოდებით „ცხოვრების გზა ზღაპარია“ გაიმართა. ღონისძიებაზე ადგილობრივი ანსამბლები „არგინეთი“, „ბერმუხა“, „ხიხანი“, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი ადამიანები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ
საიუბილეო საღამო ნაზი ქარცივაძის საბიბლიოთეკო მოღვაწეობის 55, ხოლო თეატრალურ სფეროში მოღვაწეობის 65 წლისთავს მიეძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნაზი ქარცივაძე წლების განმავლობაში ანსამბლ „ბერმუხას“ სოლისტი იყო.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები