ხულოს მაღალი ზონის სოფლებში გათოვდა

გოდერძის უღელტეხილზე ქარბუქია, თოვლის საფარმა 25 სმ-ს მიაღწია, გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელი.

გათოვდა ხულოს მაღალი ზონის სოფლებშიც. უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები ბოძაურსა და დეკანაშვილებში გააქტიურდა. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ დამეწყრილ ტერიტორიებთან  მობილიზებულია ტექნიკა და გზის აღდგენა დღის ბოლომდე მოხერხდება.

რაც შეხება ბათუმი – ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალს,  აქ 31-ე კილომეტრზეა შეფერხება. მიწის მასის ჩამოშლის გამო  ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეფერხებულია.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის აჭარის წარმომადგენლის ინფორმაციით,  აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები