ხულოს მერი: ჩემი მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან არ იქნება

ხულოს მერის ორი მოადგილის პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია, ხოლო პირველ მოადგილედ ყოფილი გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დაასახელა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი “აიპრესთან” აცხადებს მოადგილეების დანიშნა მეორე პლანზე გადავიდა მიზეზი კი, ხულოში სკიქიური პროცესები, უხვი ნალექი და ხანძარი გახდა.

გოჩა მელაძის თქმით ამ ეტაპზე მოადგილეების გარეშეც ართმევენ საქმეს თავს.

მელაძის განცხადებით ამ ეტაპზე რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კანდიდატები განიხილება.

ხულოს მერი თავის მოადგილეებად ოპოზიციური პარტიიდან გამორიცხავს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები