ხულოს მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით პიკაპის ტიპის ავტომანქანა გადაეცა. ახალი მანქანა ძირითადად მერის მოადგილეს ლაშა ბოლქვაძეს მოემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ თავად ლაშა ბოლქვაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით ეს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და პრობლემურ ადგილებზე მისვლა უფრო გაუმარტივდება, ლაშა ბოლქვაძე მერიაში არსებული ავტოპარკის სიძველეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხულოს მერიაში ახალი ავტომანქანა 2010 წლის შემდეგ აღარ შეუძენიათ. აღნიშნული ავტომანქანა მერიას რამდენიმე დღის წინ გადაეცა, ხოლო გუშინ მომსახურების სააგენტოში მისი გაფორმება მოხდა გუშინ.

”აჭარის მთავრობის თავმჯდომრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა პიკაპის ავტომანქანა, ფორდის მარკის, მოგეხსენებათ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია და ფაქტიურად 2010 წლის შემდეგ ავტომანქანა არ შეძენილა და ვფიქრობთ, რომ ამითი გაუმჯობესდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ძირითადად ეს ავტომანქანა გამოყეებული იქნება დაგეგმილი პრიორიტეტული ღონისძიებების ადგილზე გასვლის შესწავლის, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, აზომვების და ასე შემდეგ. რა მიმართულებითაც უშუალოდ მე ვკურირებ. ასევე მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად და ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და საქმის მოსაგვარებლად, ადგილზე გასვლის შესწავლის მიზნით” – განაცხადა აიპრესთან ხულოს მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები