ხულოს მუნიციპალიტეტი საახალწლოდ 18 ათს 362 ლარს დახარჯავს

ხულოს მუნიციპალიტეტში წელსაც ტრადიციულად საახალწლოდ ნაძვის ხეც დაიდგმება და ღონისძიებებიც გაიმართება თუმცა, არ ისე როგორც წინა წლებში ხდებოდა, აქ ახალი წელი, წელს მოკრძალებულად აღინიშნება, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “აიპრესს” განაცხადეს ამის მიზეზი სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებული ტრაგედიაა.

ხულოში საახალწლო სამზადისისთვის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი: საახალწლო ნაძვის-ხის მონტაჟსა და დაბის მიმდებარე ტერიტორიის განათებისა და აქსესუარების შეძენაზეხოლო. მეორე: მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას საჩუქრების ნობათებს შესაძენად.

“წელს ხულოს მუნიციპალიტეტი შედარებით მოკრძალებულად შეხვდება ახალ წელს, მიზეზი კი სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებული უბედურებაა. აქედან გამომდინარე ჩვენი ანსამბლების სრული დატვირთვით ჩავატარებთ საახალწლო ღონისძიებას, ღონისძიებები გაიმართება როგორც დაბაში ასევე სასოფლო კლუბებშიც, არ გვეყოლება მოწვეული მომღერლები. ტენდერი არის დადებული საახალწლო ნაძვის-ხის მონტაჟსა, დაბის მიმდებარე ტერიტორიის განათებისა და აქსესუარების შეძენა, აგრეთვე გამოცხადებულია მეორე ტენდერი იმაზე, რომ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას გადავცემთ სასაჩუქრე ნობათებს, რაც საახალწლო სუფრას გაულამაზებს. ასევე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც გადაეცემათ ტკბილეული და საჩუქრები. აღნიშნულ ტენდერებში სრული არის 18 ათას 362 ლარია გათვალისწინებული”,-განაცხადა აიპრესთან ხულო მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამახურის უფროსმა ბადრი მელაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები