ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია, როგორც რესურსცენტრის უფროსი “აიპრესთან” აცხადებს, ამ დროისთვის, სულ 8 ვაკანტური ადგილია. მუნიციპალიტეტის სკოლებში პედაგოგთა ნაკლებობა ძირითადად უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებში შეინიშნება.

ედუარდ მიქელაძის განცხადებით, ვაკანტური პოზიციების შევსება ადგილობრივი რესურსებით ხდება და დარჩენილ 8 პოზიციასაც სექტემბრის ბოლომდე შეავსებენ.

“რამდენიმე სკოლაში გვაქვს პედაგოგთა დეფიციტი, თუმცა, ვცდილოვთ რომ ადგილობრივი კადრებით შევავსოთ ეს ვაკანტური თანამდებობები. ამავდროულად, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის პროგრამის ფარგლებში უკვე შევიყვანეთ, დაახლოებით, 6 პედაგოგი სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე დაახლოებით 8 ვაკანტური ადგილი რჩება სხვადასხვა სკოლებში რაც ძირითადად უცხო ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებშია. ალბათ სექტემბრის ბოლომდე მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევავსება”,- განაცხადა “აიპრესთან: ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები