ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში “ეკოჰაბი” გაიხსნა

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს გრანტი და გაიხსნა ეკოჰაბი. ეკოჰაბის შექმნის ინიციატორია ორგანიზაცია CENN. ინიციატივა ხორციელდება ”ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგებში.
ეკოჰაბების მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნვლეყოფს ადგილზე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენასა და ადვოკატირებას, თემისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი იდეებისა და სამოქმედო გეგმების დასახვას- ადამიანების კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეკოჰაბი ორიენტირებულია სახელმწიფო, სამოქალაქო, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდენ CENN-ის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირაკლი მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გარემოსდაცვის სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი დავით წეროზე, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის დირექტორი რენარ ბოლქვაძე. ხულოს რესურსცენტრი ულოცავს დიდაჭარის საჯარო სკოლას აღნიშნულ პროექტში გამარჯვებას და კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საჯარო სკოლებში ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებას, რომლის მიზანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა, აგრეთვე ადგილობრივი თემებისა და მუნიციპალიტეტის განვითარება.

წყარო:”ხულოს რესურსცენტრი”

სხვა ვიდეოები