ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკითხს განიხილავენ

ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტში რიგგარეშე საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დებუტატები მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკითხს განიხილავენ.

სხდომაზე განხილული იქნება ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობისა და ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ. დღესვე განიხილება 5 და 5-ზე მეტ მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის დამტკიცების საკითხიც.

რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე სადაც 28 დებუტატიდან 20 ესწრება სულ 28 საკითხს განიხილავენ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები