ხულოს მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში დიაკონიძეებში, გოდგაძეებში, დეკანაშვილებში, თხილაძირში, დუაძეებში, ქვემო ვაშლოვანსა და დაბა ხულოში ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში უკვე დაწყებულია საყრდენი კედლებისა და გაბიონების მშენებლობა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 447700 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს, ფერდსამაგრი სამუშაოები ოქრუაშვილებში, ზედა დეკანაშვილებში, ქედლებში, განახლებაში, ტაბახმელაში, მანიაკეთში, პაქსაძეებში, გელაძეებში, ადაძეებში, მეხალაშვილებში, ტუნაძეებში, ახალ უბანში, წინწკალაშვილებში, ჭახაურში, აგარაში, საციხურში, პანტნარში, დიდაჭარაში, ბოღაურში, ფაჩხაში, წაბლანასა და წაბლიანშიც განხორციელდება.
“ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები