ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 9 579 150 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ მიაწოდა, მისივე ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაცია ექსპლუატაციას მოხმარდება, რისთვისაც 3 299 864 ლარია გამოყოფილი.

ინფრასრტუქტურულ მშენებლობებში ძირითადი მიმართულება: ნაპირსამაგრი სამუშაოების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას და მუნიციპალიტეტის ცენტრის კეთილმოწყობას გულისხმობს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 789 760 ლარია გამოყოფილი. ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილებულია განათლების კულტურისა და სხვა ღონისძიებებისათვის.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები