ხულოს მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული დღე აღნიშნეს

ხულოს მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული დღე აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ისუფ ზოიძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც პედაგოგები იყვნენ მიწვეული.

მსგავსი ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

მასწავლებლებს პროფესიული დღე ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ მიულოცა.

“ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება ღონისძიების გამართვა, მაგრამ პირველი ხულოს იმიტომ,რომ ეს არიან პედაგოგები რომლებიც მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ, ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში და მათი საქმიანობა მართლაც გმირობის ტოლფასია, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ უბრალოდ ცოტა სიყვარული გამოგვეხატა ამ ადამიანების მიმართ და მადლიერების გრძნობით მიგვემართა” განაცხადა აიპრესთან ინგა შამილიშვილმა.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები