ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში შესყიდული იქნა 900 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც გორგაძეების, ვაშაყმაძეების, ტუნაძეების, ლაბაიძეების, აგარის, ირემაძეების, ბოღაურისა და გობაძეების სასოფლო გზებზე მოეწყობა. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 164700 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „მშენებელი-7“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სოფელ აგარაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარე წელს, ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც განხორციელდება.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები