ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციი აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია თხილვანის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია კაუჩუკის მოედნის დაგება ბეტონის საფუძველზე და დაიწყება უშუალოდ ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. “ექსიმ ჯგუფი” ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68082 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საბავშვო ატრაქციონები ხიხაძირის საბავშვო ბაღის ეზოშიც მოეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ თხილვანაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 266998 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.

წყარო: “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები