ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მ-ს, ხოლო დაბლობში 1 მ-ს მიაღწია. უამინდობის გამო შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, შემდეგ კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო საჯარო სკოლების უმეტესობასა და საბავშვო ბაღებში.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები