ხულოს “ნაცმოძრაობა” ტუალეტებისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი გუნდი თანამედროვე ტუალეტების ფასსზე კამათობს.

ხულოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ლიდერი, ირაკლი ჯორბენაძე „აიპრესთნ“ ირწმუნება, რომ მწვანე ტბაზე საპირფარეშოს მშენებლობისთვის 11 500 ლარი საკმარისი არა არის. ჯორბენაძის მტკიცებით ამ თანხით თანამედროვე ტიპის სტანდარტის საპირფარეშოს მშენებლობა შეუძლებელია და მოითხოვს არსებულ ციფრს თანხის 50% დაემატოს.

ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით მწვანე ტბაზე თანამედროვე ტიპის საფირფარეშოს ასაშნებლად დაახლოებით 17 250 ლარია საჭირო, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს თანხა საკმარისზე მეტიცაა. ხულოს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის განცხადებით, თანამედროვე ტიპის საპირფარეშოს მშენებლობისთვის 7627 ლარი სრულიად საკმარისია.

„იქედან გამომდინარე, რომ მეწარმემ ბათუმიდან მწვანე ტბაზე სამშენებლო მასალები უნდა აიტანოს, ასევე წყალი უნდა მოიყვანოს, საკანალიზაციო ქსელია გასაკეთებელი, იქ მუდმივი წყალიც უნდა იყოს, რომელიც თავისით არ მივა იქ და დასჭირდება საქაჩი. ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნება და ამ თანხის 50% ვფიქრობ, დასამატებელი იქნება ამ პროექტზე“ -განაცხადა „აიპრესთან“ ირაკლი ჯობენაძემ.

„აიპრესი“ დაუკავშირდა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზაზა აბულაძეს, რომელიც განმარტავს, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისია და ამის მაგალითად გასულ წელს კურორტ ბეშუმში ორი საპირფარეშოს მშენებლობის თანხები მოყავს.

„2015 წელს ორი საპირფარეშო გავაკეთეთ კურორტ ბეშუმში, ერთი ოთხ წერტილზე ერთი კი ორ წერტილზე. ორივეს საპროექტო ღირებულება 15 ათას 254 ათასი ლარი მომწოდებელმა კი 13 ათას ლარში გაგვიკეთა. 15 ათასი ლარი ნებისმიერ ორი სველი წერტილის მშენობლობას ეყოფა და ცოტათი ზედმეტიც არის.“

სხვა ვიდეოები