ხულოს “ოცნების” შტაბის პასუხი ” “ნაცმოძრაობას” : ერთი საჯარო მოხელე დაასახლეთ ვინც იტყვის, რო რამე ვთხოვეთ!

ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ხულოს შტაბის ხელმძღვანელი, მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ის პროექტები რომლებიც დაგეგმილია და ამ ეტაპზე ხორციელდება არჩევნებთან არანაირ კავშირში არა.

„მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ქონია არასდრდოს, მოვიდეს თუნდაც ერთი საჯარო მოხელე და გვითხრას, რომ ჩვენ მოსახლეობის შეკრება და შეხვედრაზე მოყვანა ვთხოვეთ ეს არმომხდარა ნამდვილად.

რაც შეეხება რესურსის გამოყენებას ის პროექტები რომელიც დაგეგმილია და კეთდება იყო თავიდანვე ბიუჯეტში გათვლილი და მას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეხლა არჩევნების წინამოსამზადებელი პრიოდია და მინდა ვთქვა, რომ არცერთი თეთრი თუ პროგრამური არაა არავიზე არ გაიცემა არც დახმარებაზე და არც სხვა თემებზე.” – აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები