ხულოს ქუჩის მოსახლეობის პროტესტი

ხულოს ქუჩის 7 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა რესტორან “სტამბულს” ხმაურსა და გაერემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. აქ მცხოვრებთა თქმით, კონდენციონერები, რომლითაც რესტორანი გაგრილებას უზრუნველყოფს, მათ მყუდროებას ურღვევს. ეზო სისტემატიურად ბინძურდება, გამწოვი მილები კი სპეციფიკურ სუნს გამოყოფენ, რაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივების თქმით, მიმართეს მერიას და გარემოს დაცვის წარმომადგენლებს, თუმცა მათი ადგილზე მოსვლის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

რესტორნის მეპატრონე აცხადებს, რომ გამწოვი და გამონაბოლქვის მილები სტანდარტების შესაბამისადაა დამონტაჟებული და ის უკვე შეამოწმა ზედამხედველობის სამსახურმა, რაც შეეხება კონდენციონერებს, დავით ვარშანიძის განცხადებით, ისინი მის კუთვნილ კედელზეა განთავსებული და ხმაური მეზობლებს ვერ შეაწუებს. ეზოს დაგვიანების ფაქტს კი რესტორნის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები