ხულოს რამდენიმე სოფელში მცირე მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ხულოს მუნიციპალიტეტში. დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება 500-მდე აბონენტს. რამდენიმე სოფელში განვითარდა მცირე მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.

რაც შეეხება კურორტ გოდერძს, აქ უკვე წვიმს და გადაადგილების პრობლემა არ არის. ამის შესახებ ”აიპრესს” ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მოუგვარდება ეს პრობლემა. რაც შეეხება მეწყერს და ღვარცოფს, მისივე ინფორმაციით მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ადგილზე როგორც გამგებლის წარმომადგენლები, ასევე აჭარის საგზაო ტექნიკაა მობილიზებული და მიმდინარეობს პროცესების ლოკალიზება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები