ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე უჩხოს საჯარო სკოლის პედაგოგოგებს შეხვდა

გრძელდება შეხვედრები საჯარო სკოლებში, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. დღეს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე იმყოფებოდა უჩხოს საჯარო სკოლაში. პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას განიხილეს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, უჩხოს საჯარო სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, კერძოდ, გამოიცვალა იატაკი, შეიცვალა სახურავი და სრულიად განახლდა სკოლის სპორტული დარბაზი და სველი წერტილები.

წყარო: ” ხულოს რესურსცენტრი”

სხვა ვიდეოები