ხულოს საგამოცდო ცენტრში 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ხულოს საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აბიტურიენეტები გამოცდას ისტორიაში აბარებენ, რისთვისაც დრო 2 საათი და 40 წუთი აქვთ.

ხულოს საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, დათო კუპატაძის ინფორმაციით, რეგისტრირებული 130 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 125 გამოცხადდა.

აპლიკანტებს შემდეგი გამოცდა 18 ივლისს ბიოლოგიაში აქვთ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია, თუმცა მათი საჭიროება არ გამხდარა.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები