ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის დირექტორად მზია აბულაძე დაინიშნა

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის“ თანამშრომლებს ახალი დირექტორი წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით ა(ა)იპ-ის დირექტორის პოზიციაზე მზია აბულაძე დაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მზია აბულაძე დაიბადა 1976 წლის 30 მაისს დაბა ხულოში;
1993 წელს დაამთავრა დაბა ხულოს სასულიერო გიმნაზია;
1993-1996 წლებში სწავლობდა ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგიკის სპეციალობით;
2000-2003 წლებში სწავლობდა ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელში მედდის სპეციალობით;
2006-2010 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
1997-2014 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე ჯანდაცვის სფეროში;
2015-2016 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრში“ სპეციალისტად;
2016-2017 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის“ დირექტორის მოადგილედ;
2017-05.03.2019 წლებში იყო ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სხვა ვიდეოები