ხულოს უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა” 35 წლისაა

„ანსამბლი „ბერმუხა“ მხოლოდ ხულოს ანსამბლი არაა ის მთელი ქვეყნის ანსამბლია ის ერის სიამაყეა“ ასე აფასებს ხულოს მოსახლეობა ანსამბლ ბერმუხას. ფოლკლორული ანსამბლი 1981 წელს შეიქმნა ანსამბლს ეს სახელი იმის გამო შეერქვა, რომ მისი ყველა წევრი უხუცესი იყო.

ანსამბლის ხელმძღვანელი „აიპრესთან“ მათ ისტორიას ყვება. რეზო აბულაძე ამბობს, რომ ანსამბლში სულ რვა წელია რაც მოღვაწეობს და 4 წელია მისი ხელმძღვანელია.

“ანსამბლი თავდაპირველად სიმღერის და ცეკვის ანსამბლი იყო სადაც 80 მონაწილე იყო, მერე ჩამოვიდა 60 მომღერალსა და მოცეკვავეზე, ხოლო დღეს კი 10 მოცეკვავეა მხოლოდ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანსამბლის ერთი წევრი ქალია, ხოლო 9 მამაკაცი. ანსამბლში უხუცესი მონაწილე 95 წლისაა, ხოლო ახალგაზრდა 70 წლის. რათქმაუნდა წარმატებები ძალიან ბევრი ქონდა და აქვს ანსამბლს, ეს საქართველოში ერთადერთი ანსამბლია ამ ასაკის მიხედვითაა და სწორედ მონაწილეების ასაკიდან გამომდინaრე შეერქვა მას „ბერმუხა“.

ანსამბლი საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში ყოფილა გასტროლებზე და წარმატება ის არის, რომ ძალან დიდი ოვაციები ჩვენს გამოსვლაზე მთელი დარბაზი ფეხზე დგება. ეს იქედან გამომდინარე ხდება, რომ მათი ასაკის მიუხედავად ყველა ცეკვა ცეცხლოვანია. ამასთან ერთად ყველა მონაცილეს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ცეკვის ილეთი, არცერთი ბერმუხელის ცეკვა და ილეთი არაა ერთნაირი.„ – განაცხადა რეზო აბულაძემ.

ხელმძღვანელის თქმით ბერმუხას დღემდე არც ერთი იუბიე, არც 20 წლის და არც 30 წლის იუბილე არ აღუნიშნავთ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების გამართვა.

„ანსამბლის მთავარი მიაზნია შეინარჩუნოს ძირძველი ცეკვა, ილეთები და ის ახალგაზრდებს გადასცენ“ -აღნიშნა რეზო აბულაძემ.

ანსამბლის ხემძღვანელი „აიპრესთან“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს

„ჩვენი სამომავლო გეგმები ასთია“ ჩვენ ვთხოვეთ გამგეობას, რომ სიახლეები შეგვეტანა ანსამბლში და გვჭირდებოდა კიდევ ახალი სისხლი, ახალი ენერგია და ვთხოვეთ 4 საშტატო ერთეულის დამატება. ანსამბლში ქალბატონი საერთოდ არ გვყავდა და ერთი ქალბატონი უკვე მივიღეთ, სამი მამაკაციც დაგვემატება უკვე სამომავლოდ და “ხორუმის” დადგმას ვაპირებთ, „განდაგანა“ ისევ ახალი შემართებით გვექნება.

„აიპრესი“ ანსამბლის უხუცესს, 95 წლის მუხამედ ირემაძესაც გაესაუბრა, რომელიც მათ ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ყვება მუხამედ ირემაძე ანსამბლის დაარსებიდან დღემდე ანსამბლის წევრია.

„ანსამბლის დაარსებიდან დღემდე აქ ვმსახურობ, 95 წლის კაცი ვარ, ჩვენი ხნის ხალხი აქ ვმსახურობთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ცექვით ვასახელოთ ჩვენი ხულო და მთლიანად საქართველო, მართალია აღარ შეგვიძლია დავბერდით მაგრამ ხალხის ტაში გვაძლევს ძალას. ბევრი რამ გამოვიარეთ: კონცერტებიც, ცეკვებიც, ხელმძღვანელებიც, მაგრამ დღეს რომ განვითარება და ხალისია, ასე არასდროს ყოფილა. ჩვენი მთავარი სურვილი და მიზანია, დიდხანს ვიცოცხლოთ კიდევ და ასე დიდიხანს იყოს ეს მხიარულობა, მე ამ ხნის კაცს, ეს კონცერტები მამხიარულებს, ეს ხალხის ტაში მაძლიერებს, თორემ შეიძლება სახლიდან გამოსვლაც აღარ შემძლებოდა.“-განაცხადა მუხამედ ირემაძემ.
“iprees.ge”

სხვა ვიდეოები