ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა.

პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში ვაკანტურია ორი მოადგილის თანამდებობა. მოადგილეები არ დაუნიშნია ქედისა და შუახევის  ახალ არჩეულ მერებს.

წყარო: გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები