ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, ხანძარი სოფელ ძირკავძეებში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ექვსს საათზე გაჩნდა.

მომხდარის შედეგად ორსართულიანი ხის  სახლი სრულად დაიწვა.

როგორც adjararm.ge-ს მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ვაჟა თავართქილაძემ განუცხადა, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე ორი სახანძრო მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სხვა ვიდეოები