ხულოში №84-ე საოლქო საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

ხულოში № 84-ე საოლქო საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს  №84-ე საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ, ნოდარ მელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბიულეტენებისა და სხვადასხვა მასალების გაცემა. ინვენტარის ნაწილი უბნებში უკვე შეტანილია, ნაწილი კი დღეს გაიცემა.

მელაძის განცხადებით, საღამოსთვის ყველა უბანში შეტანილი იქნება საარჩევნო ინვენტარი, ბიულეტენები და დამხმარე მასალები. დილისთვის კი, ყველა უბანი მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად. ხულოს მუნიციპალიტეტში 23 ათას 983 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 773 გადასატანი ყუთის სიაშია. მუნიციპალიტეტში სულ 54 უბანია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები