ხულოში 50 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში, სოფელ კალოთაში მცხოვრები 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. სოფელში შუქი თოვლის მოსვლასთან ერთად წავიდა, ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და სოფელს ელექტროენერგიის მიეწოდება რამდენიმე საათში აღუდგება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები