ხულოში, 84-ე ოლქში ოპოზიციის 4-მა კანდიდატმა “ოცნებას” მოუგო

მაღალმთიან აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის #84 ოლქი ერთადერთია, სადაც წინასწარი მონაცემებით ოპოზიციის მაჟორიტარობის ოთხმა  კანდიდატმა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს მოუგო.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 13 მაჟორიტარული ოლქია, აქედან სამში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დაბაში, თხილვანაში და ხალთაში მოიპოვა გამარჯვება. ხოლო დეკანაშვილებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვება. დარჩენილ ცხრა უბანში კი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს.

ქედაში #80 საარჩევნო ოლქსა და შუახევის #82 საარჩევნო ოლქში ცხრა- ცხრა მაჟორიტარული ოლქია. ორივე მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით გამარჯვება ქართული ოცნების მაჟორიტარული კანდიდატმა მოიპოვა. შეგახსენებთ სამივე მუნიციპალიტეტში წინასწარი მონაცემებით ქართული ოცნების მერობის კანდიდატების გამარჯვება ფიქსირდება. მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ქედის მუნიციპალიტეტში არცერთი საჩივარი არ დაწერილა რაც შეეხება შუახევში აქ რამდენიმე უბანზე დაიწერა საჩივარი ძირითადად ყველა პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა, ხოლო ხულოს ოლქში ერთი საჩივარი დაიწერა რომელიც სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დაწერა. როგორც ოლქებში “აიპრესს” განუცხადეს დაწერილი საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს უკავშირდებოდა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მაღალმთიან აჭარაში სულ 127 უბანი იყო გახსნილი სადაც ამომრჩეველს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება შეეძლოთ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები