ხულოში აჭარული სიტყვების გამოფენა გაიმართება

დეღს ხულოში თეატრის წინ აჭარული სიტყვების გამოფენა გაიმართება, რომლის მთვარი მიზანი აჭარული დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვების მოძიება დაფასება და პატივისცემაა. ასევე მოხდება მოხალისეთა კლუბის წარდგენა. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში გაიმართება. რომელიც თნამშრომლობისა და რეგიონალური განვითრების ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც ორგანოზატორები „აიპრეთნ“ ყვებიან: „ ღონისძიება იქნება საინფორმაციო, გასათობი, კურტურული და შემეცნებითი ხასიათის.

„ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი წარსული ვინაიდან ქვეყანა რომელიც წარსულს არ აფასებს მომავალი არ უწერია, მაგრამ არ უნდა ჩავუღმავდეთ წარსულს“,- განაცხადა გიორგი შავაძემ.

მეორე ორგანიზატორის თამთა ჩოგაძის განცხადებით კი კლუბი „ხულოს“ მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის გამრავალფეროვნება და გახალისებაა.

„ჩვენი კლუბის მთვარი მიზანია გავამრავალფეროვნოთ და გავახალისოთ მუნიციპალიტეტის ცხოვრება“.

გამოფენაზე მიმსვლელს ძალიან ბევრი სიტყვები დახვდებათ თავისი განმარტებებით, ორგანიზატორებმა „აიპრესს“ რამდენიმე სიტყვა წინასწარ მიაწოდა ესენია: ყურუთი-გამხმარი ხაჭო იგივე აჭარული სნიკერსი.

მორბედი- ეძახიან წამოზრდილ ბავშვს რომელსაც მშობელი მსუბუქ საქმეებს ავალებს, აგზავნის აქეთ-იქეთ წყალს მოატანინებს და ასე შემდეგ. ფუნჩხი- ნამცეცი, დანამცეცებული პური ისე შეერევა მკერდს რომ ვერ გამოაცალკევებ, ასევე მარადიულ მეგობრობას ანუ ჩეეფუნჩხნენ ერთმანეთ. აქედან მოდის “ჩეგეფუნჩხე ყიაში”.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები