ხულოში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომში, ხულოდან, სამშობლოს დასაცავად წასული ორი მებრძოლი დაიღუპა: ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე და ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე.
დღეს დაღუპულების სასაფლაოები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ლაშა ბოლქვაძემ, ნოდარ მიქელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ, ასევე გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ასევე, გმირულად დაღუპულთა ოჯახებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფულადი საჩუქრები გადასცა.

“ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები