ხულოში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება

ამ დროისთვის შუახევის მუნიპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შუახევის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებაა ხულოშიც. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის თემს და სოფლებს: აბუქეთას, გეგელიძეებსა და კოკოტაურს.

ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი ხულოს დაბალი ზონის სოფლებში  ერთ მეტრს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი 1,5 აჭარბებს. ქედის დაბაში თოვლის საფარის სიმაღლე 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში 70 სანტიმეტრს აღემატება.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები