ხულოში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება

ხულოს მუნიციპალიტეტში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში სოციალური ბინების გადაცემის დროს დაანონსა.

ზურაბ პატარაძის თქმით, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.

“სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. ზაფხულში უკვე იწყება ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს დისერთიის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გატანას ევროპულ ბაზარზე, ასევე ჩვენი ბაზრების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით ბათუმის და ზოგადად დასავლეთ საქართველოსი”,-აღნიშნა ჟურნალისტებთან ზურაბ პატარაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები