ხულოში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ტყეს ხანძარი გაუჩნდა

რამდენიმე წუთის წინ ხულოს სოფელ ღურტაში მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ღურტის ტყეს ხანძარი გაუჩნდა.

ცეცხლი 50 მეტრიან ტყეს ეკიდება. ხანძარი 20 -30- მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ხულოს სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

ინფორმაცია „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტს გამგებელმაც დაუდასტურა, ბესიკ ბაუჩაძის თქმით შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა ადგლზე სახანძრო სამაშველო ბრიგადაც უკვე მუშაობენ. ხანძარი ჯერ ლიკვიდირებული არაა.

სამაშველო სამსახურში ადასტურებენ, რომ გამოძახება მიიღეს და მაშველები გასულები ადგილზე არიან.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები