ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობს.

„ძველ მეწყრულ ადგილზე განვითარდა მეწყერი, თუმცა არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, ტექნიკა მუშაობს, მალე აღდგება საავტომობილო მიმოსვლა“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ამ დროისთვის ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვს, თოვლის საფარი კი 30 სმ-ს აღწევს.

„დაბაში თოვლი არ არის, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარის სიმაღლე 30 სმ-მდეა. ამ დროისთვის გზა ღორჯომში, საციხურში, ბაკოსა და ფუშრუკაულში იწმინდება, ქედლებსა და  ვაშლოვანი კი გაიწმინდა, მაღალი გამავლობის ავტომობილი ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდება“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები