ხულოში, მთა საკამბეჩოში დიდთოვლობის გამო რამდენიმე ოჯახია ჩარჩენილი

ხულოს მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ელექტრო ენერგია არ მიეწოდება დანისპარაულის, დიდი რიყეთის და შუასოფელის მოსახლეობას.

სოფელ ღორჯომში ორი ოჯახის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა,- ამის შესახებ ინფორმაციას “აიპრესს” ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაუდასტურეს.

შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა მეწყრული პროცესები. სოფელ ღურტაში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკობაძეებთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზა ადიდებულმა მდინარემ ძირი გამოაცალა რამაც საავტომობილო გზის მოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა შექმნა, თუმცა შემთხვევა სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეუფერხებია.

მთა საკამეჩოში დიდთოვლობის გამო რამდენიმე ოჯახი ჩაკეტილია.

სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი გზა გუშინ მდინარემ ჩახერგა,სადაც ტრანსპორტი ამდრომდე ვერ გადაადგილდება

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები