ხულოში “ნაცმოძრაობა” “ოცნების” წარმომადგენელს საკრებულოს სხდომებზე არშეშვებით ემუქრება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის წევრები, ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის “ქართული ოცნების” პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ჯორბენაძე “აიპრესთან” აცხადებს, ბესიკ ბაუჩაძის ადგილი საკრებულოში აღარაა.

“ბესიკ ბაუჩაძის მოღვაწეობა ხულოში, შეფასდა ასე, კაცი მოვიდა, გააჩანაგა ხულოს მუნიციპალიტეტი და წავიდა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს “ქართულმა ოცნებამ” ეს კაცი სიიდან, რადგან ბესიკ ბაუჩაძის ხსენება ხალხში უარყოფით რეაქციას და აგრესიას იწვევს.

ბუაჩიძემ თავი დაგვამახსოვრა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, შეუსრულებელი ბიუჯეტით, ორმოებით, და გასაოცარი მივლინებებით.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის, როგორც ერთ-ერთ მავნებელი საკრებულოს სხდომებს არ დაესწროს.  ვაიძულებ, რომ ბესიკ ბაუჩაძე საკრებულოს სხდომებს არ დაესწროს. მოვითხოვ, ეს კაცი სასწრაფოდ მოაშორონ საკრებულოდან, რადგან საკრებულოში მის მოღვაწეობას შესაძლოა პერმანენტული აქციებიც მოყვეს”- განაცხადა~ირაკლი ჯორბენაძემ.

“აიპრესთან” ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ბესიკ ბაუჩაძე და აცხადებს, რომ ხულოში მისი ოთხწლიანი მოღვაწეობის დროს რაც გაკეთდა ეს ხულოს ისტორიას არ ახსოვდა.

ბაუჩაძე “ნაციონალურ მოძრაობას” მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ახსენებს და ამბობს, რომ მათ დროს ხულოში მხლოდ ერთი კიბე გაკეთდა რომელიც უსარგებლოა და არავინ გადაადგილდება.

რაც შეეხება მის საკრებულოში ყოფნას ეს პარტიამ გადაწყვიტა და ირაკლი ჯორბენაძის გადასაწყვეტი არაა.

შეგახსენებთ ხულოს ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, „ქართული ოცების“ სიით მეორე ნომერია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები