ხულოში პროექტის – „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში” წარმომადგენლები ქალთა ოთახის კოორდინატორს შეხვდნენ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მიმდინარე წლის 1- ლი მაისიდან ხულოს მუნიციპალიტეტში პროექტს – “სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში” ახორციელებს.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ევროკავშირის მიერ ENPARD II პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი სასტუმრო სახლების (გესთჰაუსი) ოპერატორები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, ადგილობრივი საკვების მწარმოებლები და ხელსაქმის ოსტატები, ადგილობრივი თემების წევრები (მათშორისსა მოქალაქო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები დაა.შ.), ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ხულოს განვითარების სტრატეგიას. პროექტის წარმომადგენლები ხულოს ქალთა ოთახის კოორდინატორ ხათუნა ბოლქვაძეს შეხვდნენ, პროექტი გააცნეს და ურთიერთთანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
” ქალთა ოთახები აჭარაში”

სხვა ვიდეოები