ხულოში, სოფელ ჩაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესები თითქმის ყოველ გაწვიმებაზე ვითარდება

ხულოს რაიონ სოფელ ჩაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესები თითქმის ყოველ გაწვიმებაზე ვითარდება. როგორც მოსახლეობა „აიპრესთან“ აცხადებს მართლია გზის გაწმენდა მალევე ხდება თუმცა საფრთხე რეალურად არსებოს, რადგან შესაძლოა მეწყრული პროცესის განვითარების დროს გზაზე ვინმე იყოს და ფატალურად დასრულდეს. სოფელს სხვა ალტერნატიული გზა არ გაჩნია და ფერდსამაგრი სამუშაების დროულად მოწყობას მოითხოვენ.

აღნიშნული პრობლემა ცნობილია ხულოს მერიაში, როგორც მუნიციპალიტეტის მერი „აიპრესთნ“ აცხადებს პრობლემის შესახებ უკვე იცის თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარება უამიდობისა და თოვლის გამო ვერ მოხდება. გოჩა მელაძის განცხადებით, მსგავსი პრობლემები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არსებობს. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი კომისია კიდევ ერთხელ შეისწავლის ტერიტორიას, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა სახის სამუშაების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც გაზაფხულზე დაიწყება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები