ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში 50 ოჯახი ამ დრომდე სტიქიის ზონაში ცხოვრობს

ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში 50 ოჯახი ამ დრომდე სტიქიის ზონაში ცხოვრობს.

აღნიშნული სოფლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მეწყრული პროცესები გასულ წელს განვითარდა, რაც საფრთხე შეუქმნა სოფელს. მოსახლეობამ სახელმწიფოსაგან 25-25 ათასი ლარი კომპენსაცია მიიღეს. მათ ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას სოფელი უნდა დაეცალათ, თუმცა ეს სოფელი მხოლოდ 16 ოჯახმა დატოვა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეხვდება და აუხსნის იმ რისკებს რის წინაშეც არიან და აღნიშნული ვალდებულებების შესახებ შეახსენებს, გოჩა მელაძის განცხადებით მათ არაერთხელ მიმართეს მოსახლეობას, რომ სოფელში ცხოვრება საფრთხის შემცველია და დატოვონ ტერიტორია, მისივე განცხადებით ხელისუფლება ძალის გამოყენების გარეშე შეეცდება რაც შეიძლება მალე დაატოვებინონ მოსახლეობას სტიქიის ზონა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები