ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყერი ჩამოწვა

ხულოში სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდა, როგორც სოფლის რწმუნებული “აიპრესთან” აცხადებს, მეწყრული პროცესების გამო სოფელში ერთ ოჯახთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა, მეწყერმა წაიღო ხიდიც.
თუმცა მამუკა ქამაშიძის თქმით აღნიშნული ხიდი უფუნქციო იყო და სოფელს ალტერნატიული გზაც გააჩნია. შეგახსენებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყერი წლებია ვითარდები, აღნიშნული ფოტომასალა სოფლის მკვიდრმა თეიმურაზ ქამადაძე სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სხვა ვიდეოები