ხულოში სოფელ ტუნაძეებში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ ტუნაძეებში ხარაბაძეების საცხოვრებელი სახლი იწვის.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ”აიპრესს” განუცხადეს, ადგილზე სახანძრო დახმარების ტექნიკა უკვე მიემართება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  გასულია 4 ჯგუფი, რომელიც სულ მალე ადგილზე იქნება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები