ხულოში სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში ბინების გადაცემა დასრულდა

ხულოში სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში, დარჩენილი 14 ბინაში ფართები ბენეფიციარებს უკვე გადაეცათ. ამის შესახევბ აიპრეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა რამაზ შავაძემ განუცხადა.

რამაზ შავაძის ინფორმაციით ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა. მისივე ინფორმაციით სოციალურ სახლში ამ ეტაპზე 58 ოჯახი უკვე შესულია საცხოვრებლად, ხოლო აღნიშნული 14 ოჯახი უახლოეს დღეებში დაიკავებს საცხოვრებელ ფართებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაშლოვანის სოცილალურ ბინებში საცხოვრებელი ფართი 58 ოჯახს გადაეცა, თუმცა14 ბინა თავისუფალი იყო. სოციალურ სახლში სულ 72 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცათ საცხოვრებელი ფართი.

სოციალური ბინების მშენებლობისთვის 3 500 000 ლარი დაიხარჯა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები