ხულოში, სოფელ წაბლანაში ოთხწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

შაინიძეების ორსართულიან ხის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა,რის შედეგადაც საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სახანძრო სამაშველო ბრიგადები, თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის  გამომწვევი მოზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ვიდეოები