ხულოში, უჩხო-გუდასახოსთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ხულოში სოფელ უჩხო-გუდასახოსთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე წუხელ მეწყრული კერა განვითარდა, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ტექნიკა ვერ გადაადგილდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “აიპრესთან” განაცხადეს.

მიუხედავად , იმისა რომ მეწყერი დიდია მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ მეწყერზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, თუმცა მეწყერის დიდმა მასამ გაწმენდითი სამუშაო შეაფერხა, რის გამოც ტექნიკის უფრო მძლავრი ტექნიკით შეცვლა გახდა საჭირო. მერიის ინფორმაციით, გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები