ხულოში, ყინჩაურის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად, მოსწავლეები სკოლაში არ გაუშვა

ახალი სასწალო წელი დაიწყო მაღალმთიან აჭარაშიც, თუმცა ხულოში ყინჩაურის საჯარო სკოლაში ზარი მხოლოდ მოსწავლეების ნაწილისათვის დაირეკა, აღნიშნულ სკოლაში რამდენიმე სოფლის ბავშვები დადიან, მაგრამ დღეს სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად მოსწავლეები სკოლაში არ გაუშვა.

როგორც ადგილობრივები “აიპრეთან” ყვებიან პროტესტი ხელისუფლების უყურადღებობამ გამოიწვია. მათივე თქმით „შუახევ ჰესის“ მშენებლობის დროს სოფელში დაშრა წყალი, დაიბზარა სახლები და იკლო მოსავალმა. ადგილობრივთა განცხადებით ხელისუფლებას ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა გაეკეთებინა სოფელში ნაპირსამაგრი საუშაოები, მოეწყო სადრენაჟო სისტემა და ის ოჯახები, რომლებიც საფრთხის ქვეს ცხოვრობს გაეყვანათ უსაფრთო ადგილზე. სოფელ ყინჩარის მოსახლეობის განცხადებით ჯერ არცერთი სამუშაო არ დაწყებულა.

მოსახლეობის თქმით, სასწავლო პროცესი ამ ბავშვებისთვის მანადე არ დაიწყება სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ის რომ სკოლაში ყინჩაურის მოსწავლეები არ არიან “აიპრესს” სკოლის დირექტორმა თემურ შაინიძემაც დაუდასტურა.

რაც შეხება ხულოს რესურსცენტრის უფროსს, როგორც გუშინ “აიპრესთან” განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს, დღეს კი ედუარდ მიქელაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ხულოს გამგეობაში კი განაცხადეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ რადგან აღნიშნულ საკითხზე სოფელს გამგეობა არ გაუფრთხილებია.

სოფელ ყინჩაურში სამართალ დამცავთა ჯგუფიცაა მობილიზებული.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები