ხუთ და მეტ შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ

ბათუმის მერიამ მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის მიზნით საპილოტე პროგრამა აამოქმედა

პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სახის მატერიალური დახმარებები:
  • 5 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად – 150 ლარი
  • 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სამშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად – 80 ლარი
  • 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად -100 ლარი
  • 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 5 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად – 180 ლარი
  • უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება – 150 ლარი
  • მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად – 50 ლარი
  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველ ერთ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიურად, კვების პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად 60 ლარს მიიღებენ.
  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, შვილის შეძენასთან დაკავშირებით, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 800 ლარის მიიღებენ.
 ასევე დაგეგმილია
პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, ტექნიკის, სოციალური დანიშნულების საქონლისა და სარემონტო მასალების შეძენა, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის რემონტი
სოციალურად დაუცველი შშმ და ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.001-ს
3 და მეტ შვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30.001-ს
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1.001-ს
მიმდინარე წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტი 1 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა.

წყარო:"ბათუმის მერია" 

 

სხვა ვიდეოები