ხვალ დილიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის ქუჩაზე, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში

ხვალ დილიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგასლის ქუჩაზე, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდება სანიაღვრე მილების მოწყობის, ქვაფენილის დემონტაჟისა და ხელახალი მონტაჟის სამუშაოები. სატრანსპორტო მოძრაობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები